სრული შემოსავლის ანგარიშგება Income statement
სრული შემოსავლის ანგარიშგება (Income statement) ბიზნესის მფლობელებისათვის
მნიშვნელოვანია გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესის ფინანსები, განსაკუთრებით ,როცა ხართ ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. შემოსავლების, ხარჯების ან ფულადი სახსრების მოძრაობის განხილვამ, შეიძლება უკეთთესი წარმოდგენა მოგცეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენი ბიზნესის წინსვლისთვის.
აქ მოცემულია ხუთი ძირითადი ანგარიშგებიდან ერთ-ერთის განხილვა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:
სრული შემოსავლის ანგარიშგება – Income Statement;
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში ბიზნესისთვის არის შემოსავალი, რომელიც მომგებიანობის გასაანალიზებლად და ბიზნეს გადაწყვეტილებების წარმართვისათვის გვეხმარება.
შემოსავლის ანგარიშგება შედგება თქვენი მთლიანი შემოსავლისა და მთლიანი ხარჯებისგან, რომლებიც გაწეულია განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია კომპანიისთვის მთლიანი მოგების ან ზარალის დასადგენად საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლის ამონაწერი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი პროდუქტებიდან რომელი არის ყველაზე კარგად გაყიდვადი . ნახოთ რომელმა პროდუქტებმა მოიტანა ყველაზე მეტი შემოსავალი მითითებულ ვადაში და შემდეგ შეადარეთ წინა წელს ან თვეს როგორ შეიცვალა.
როგორ წავიკითხოთ (და გავიგოთ) შემოსავლის ანგარიშგება:
შემოსავლის ანგარიშის წაკითხვისას გაითვალისწინეთ ძირითადი შემოსავლის ფორმულა, რომელიც არის წმინდა შემოსავალი = შემოსავალი – (გაყიდული საქონლის ღირებულება + ხარჯები). სწორედ ამიტომ, ეს ანგარიში ცნობილია, როგორც მოგება-ზარალის ანგარიში. ის გიჩვენებთ მიიღეთ მოგება თუ დაკარგეთ ფული ამ პერიოდში.