ფინანსური მდგომარეობა ანგარიშგება
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი) ბიზნესის მფლობელებისათვის ბალანსი გაძლევთ ნათელ სურათს თქვენი კომპანიის ბიზნეს ქონების მდგომარეობის შესახებ. ის უზრუნველყოფს თქვენი აქტივების, ვალდებულებებისა და მფლობელთა მიერ ინვესტირებული კაპიტალის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას.ბალანსი გვიჩვენებს რესურსებს, რომლებსაც თქვენი კომპანია ფლობს. ასევე, ამ რესურსების დაფინანსების წყაროებს – ვალდებულება ან ინვესტორის კაპიტალი.ეს არის ანგარიშგება, რომელიც გამოიყენება ფინანსური წლის მიხედვით ბიზნესის ლიკვიდურობის დასადგენად და უფრო ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვანი დოკუმენტს, რომლის გაცნობაც ბანკებსა და არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებს სურთ, როდესაც ეძებთ დაფინანსების წყაროს მცირე ბიზნესის გასაფართოებლად. შესაბამისად, ეხმარება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებს განსაზღვრონ, არის თუ არა ამჟამად სანდო თქვენი კომპანია ბიზნეს სესხების ან საკრედიტო ხაზის ასათვისებლად.როგორ გავიგოთ ბალანსი როგორც შემოსავლის ანგარიშგება, თქვენს ბალანსს აქვს ძირითადი ფორმულა, რომელსაც იგი მიჰყვება. ბალანსის ფორმულა არის აქტივები = ვალდებულებები + მფლობელთა კაპიტალი. თქვენი მთლიანი აქტივები უნდა უტოლდებოდეს თქვენს მთლიან ვალდებულებებს + კაპიტალი.ჩვენ გთავაზობთ, ბუღალტრულ აღრიცხვას და მენეჯერული რეპორტების მომზადებას.