ბუღალტრული მომსახურებების ფართო არჩევანი
- ჩვენ ვართ პროფესიონალ ბუღალტერთა გუნდი მრავალმხრივი გამოცდილებით.
- ჩვენი საქმიანობაა სააღრიცხვო გადაწყვეტილება მივაწოდოთ თავის საქმეში წარმატების უნარის მქონე პირებს.
- ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების ფართო არჩევანს.
გთავაზობთ სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას და სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შემუშავებას; სამეურნეო ოპერაციების ეფექტური და სწრაფი აღრიცხვისათვის მოხერხებული სტრუქტურის შექმნა და მისი ავტომატიზაცია საბუღალტრო პროგრამაში; ბუღალტერიის თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენის პროცესში ხდება პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე მომხდარი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესაბამისობაში მოყვანა მომხდარ ოპერაციებთან.
ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.
მთავარი ბუღალტრის მომსახურება მოიცავს თქვენი ბიზნესის ფინანსური მხარის სწორად დაგეგმვის, მიმდინარე საქმეების კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისების და ყველა საჭირო დეკლარაცია-ანგარიშგების მომზადების უზრულნვეყოფას. კომპანიის თანამშრომლების, სამუშაოების შესრულების ინსტრუქციების შედგენა და შესრულების მეთვალყურეობა. ასევე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის სტრქუტურიზებულად მომზადება.
ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.
საკითხებთან დაკავშირებით; პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია ჩვენსავე საბუღალტრო პროგრამაში; საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების მომზადება და წარდგენა შესაბამის უწყებებში; დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
ჩვენი მომსახურება სრული ბუღალტრული მართვა საშუალებას აძლევს ჩვენს დამკვეთებს მათი სრული ყურადღება მიმართონ ბიზნესის ძირითადად საქმიანობაზე და არ დახარჯონ დრო საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობაც ჩვენს კომპეტენციაში აღმოჩნდება:
კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა; დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/ საგადასახადო საკითხებში; ასევე ყველა სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დამკვეთის საჭიროებისამებრ სხვადასხვა პერიდოულობით ფინანსური ანგარიშგებების მომზადება-წარდგენა
ეს მომსახურება ესაჭიროება ისეთ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ სრულად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან აღრიცხვის პროცესი მოიცავდა მხოლოდ დეკლარაციების წარდგენას.
საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხს და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას. აღნიშნული პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნა; ბუღალტერიის თანამშრომელთა ტრენინგი საბუღალტრო პროგრამაში; ყველა მომხმარებლისათვის პროგრამაში შესასრულებელი ფუნქციების ინდივიდუალური განსაზღვრა, რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლის მუშაობის ორგანიზებას და მათ შორის ინფორმაციის სწორ დამუშავებას.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ყველა ტიპის ბიზნესი და ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური ანგარიშგება უნდა წარდგეს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ფინანსური ანგარიშგება შედგება: ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი ნაკადების , ე.წ. „ქეშფლოუს“ უწყისებისგან.
კანონის თანახმად ფინანსური ანგარიშება მოიცავს 2018-2020 წლების მონაცემებს. ამასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესის ქონების გადასახადი გამოთვლის პროცესში საჭიროა ფინანსური ანგარიშგების მონაცემები. ამასთან ფინანსთა სამინისტრო გადასახადების უკეთესი ადმინისტრირების მიზნით ახდენს დეკლარაციებისა და ფინანასური ანგარიშგების მონაცემების შედარება-ანალიზს.
ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ის სარგებელი და შესაძლებლობები რასაც გვაძლევს მოწესრიგებული ფინანსური ანგარიშგება:
ბანკისგან სესხის აღების პროცედურის გაიოლება;
პოტენციური ინვესტორების მოძიების შესაძლებლობა;
უცხოელ პარტნიორებთან ახალი თანამშრომლის პერსპექტივა;
ბიზნესი მართვისთვის საჭირო სანდო ინფორმაცია.