მცირე ბიზნესი
მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად ფიზიკური პირი პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, იუსტიციის სახლში. აქვე აღვნიშნავთ რომ 2021 წლის 25 ნოემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია გახდა უფასო. რეგისტრაციის შემდეგ სტატუსის მისაღებად, ფიზიკურმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით საგადასახადო ორგანოს (შემოსაველბის სამსახურის მომსახურების სერვის ცენტრებს) ან პირადი რს გვერდიდან გააკეთო განაცხადი მცირე მეწარმის სტატუსის მისაღებად. დადებითი პასუხის შემთხვევაში მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან მიენიჭება მცირეს სტატუსი.
საქმიანობები რომლებზეც ვერ მივიღებთ მცირეს სტატუსს:
- საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას (გარდა დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის საქმიანობა);
- საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას;
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
- სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო. საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
- სათამაშო ბიზნეს;
- პერსონალით უზრუნველყოფა;
- აქციზური საქონლის წარმოება;.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი(ის შემოსავალი, რომელსაც იღებს მცირე სტატუსის საქმიანობით). იბეგრება 1 პროცენტით. თუ კალენდრული წლის განმავლობაში დასაბეგრი შემოსავალი გაადაჭარბებს 500 000 ლარს( ამ ზღვარში არ შედის მცირეს მიერ გაცემული ხელფასები და ის შემოსავლები რაც საშემოსავლოთი იბეგრება) მაშინ იბეგრებსა 3 პროცენტით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდრული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე (დარიცხული) არ იბეგრება, თუ სტატუსი მიიღო იმ წლის განმავლობაში როცა ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა ან წინა კალენდრული წლის განმავლობაში მირებული შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს.
დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ყოველთვიურად აგზავნის მცირე ბიზნესის დეკლარაციას მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ხოლო მცირეს მიღებამდე თუ ახორციელებდა საქმიანობას მაშინ მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაცის.
მცირე ბიზნესის სტატუსისი მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია ნაღდი ფულის ანგარიშსწორებისას გამოიყენოს სალარო აპარატი, ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობის შემტხვევაშიც. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოწეროს სასაქონლო ზედნადები.
აწარმოოს სამეურნეო ოპერაციების სპეციალური ჟურნალი (შესაძლებელია ელექტრონულიც). თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია აღრიცხვა უნდა აწარმოოს დარიცხვის მეთოდით.(დარიცხვის მეთოდი ნიშნავს შემოსავალს აღიარებას მაშინ როცა წარმოგვეშა მოთხოვნა და არა მაშინ როცა მივიღეთ ფული). მაგ: თუ მოცემულ თვეში გავყიდეთ 5000 ლარის საქონელი მაგრამ ტანხა ჯერ არ ჩაურიცხია დღგ-ის მიზნენისთვის ეს 5000 ლარი არის დასაბეგრი იმ თვეში რომელ ტვეშიც გავყიდეთ საქონელი და არა იმაში როცა ფული გადაგვიხადეს.
მცირე ბიზნესის საქმიანობის ცვლილება
თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა შეიცვალა ან დაიმატა საქმიანობა, გაცემულ სერთიფიკატში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.
მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება
მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ:
- თუ თვითონ მცირე მეწარმე მიმართავს განცხადებით;
- თუ 2 წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს;
- თუ მცირე ბიზნესისითვის აკრძალულ საქმიანობას ახორციელებს ან წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის, სტატუსი უქმდება მიმდინარე წლის დასაწყისიდან.