მენტორი - ექსკლუზიური სერვისის შესახებ
ხშირად ხდება რომ დამწყები თუ გამოცდილი ბუღალტერი მისთვის სრულიად ახალი (უცხო) სფეროს საქმიანობის აღრიცხვას იწყებს. უმეტესწილად სირცხვილის გრძნობის, მორიდების თუ სხვა ფაქტორების გამო კეთილსინდისიერი პიროვნება (ბუღალტერი) უხერხულ სიტუაციაში ვარდება. ერთ მხრივ პასუხიმსგებლობა დამქირავებლისა და საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი თითქოს საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალია მაგრამ აღრიცხვის ახალი სფერო ახალ სიტუაციებს (ქეისებს) წარმოქმნის.
მენტორი მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა კონსულტაციების მიღების, სწავლისა და თქვენი ბუღალტრული ცოდნისა თუ გამოცდილების გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა.
რატომ ჩვენ?
- 1იპოვო ის რაც გჭირდება
რთულია ეძებო და კიდევ უფრო რთულია იპოვო ის რაც გჭირდება. ჩვენ ვართ გუნდი, რომლისთვისაც ღირებული არის ის ურთიერთობები, რაც გვეხმარება კლინტების საჭიროებების სწორად განსაზღვრში
- 2თქვენზე მორგებული მომსახურება
ჩვენ თქვენი საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, ვადგენთ თქვენს საქმეზე მორგებულ მომსახურებას, რაც იქნება გარანტი იმისა რომ ზუსტად მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ
- 3სწორი ბიზნეს გადაწყვეტილება
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საქმის შესახებ სწორი და დროული ინფორმაციის მოწოდებას, რაც ბიზნესს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ბიზნესის წარმატებისათვის სწორი და დროული გადაწყვეტილება წარმოადგენს წარმატების ერთ-ერთ მთავარ საწინდარს.
- 4დაგროვილი გამოცდილება
ყველა შემოთავაზებული მომსახურება მრავალწლიანი პრაქტიკის და დაუღალავი შრომის ნაყოფია. ჩვენ გაწვდით მომსახურებას რომელიც დღეს არის აქტუალური